შსს-მ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი (ვიდეო)
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული მამუკა ჟ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 3 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი: „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი, „ტე-ტეს“ სისტემის პისტოლეტი, „გოლდ სტარის“ მოდელის პისტოლეტი და 30 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.