ავარია კახეთში – გარდაცვლილია 13 წლის მოზარდი, დაშავებულია სამი მგზავრი

კახეთში კურორტ ახტალის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მიმავალი მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
ავარიის გამო 13 წლის მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სამი მგზავრი მძიმედ დაშავდა.
დაშავებულები გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები