ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ კონგრესმენს – სტენი ჰოიერს შეხვდა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ კონგრესმენს – სტენი ჰოიერს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკელ კონგრესმენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე ესაუბრა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით მრავალ რეფორმას ატარებს.
“პრემიერი აშშ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივასაც შეეხო და აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს შორის მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებებს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. კონგრესმენ ჰოიერთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე და მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მრჩეველი დავით მაღრაძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები