თერჯოლაში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თერჯოლის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები