საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს გეგმავს
საქართველოში ვიზიტს საფრანგეთის პრეზიდენტი და მთავრობის პირველი პირები გეგმავენ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ვანო მაჭავარიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის და საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტს ვილნიუსის სამიტის დასრულების შემდეგ გეგმავენ.
„ძალიან ბევრი ვიზიტი იგეგმება არა მარტო ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. ვილნიუსის სამიტის შემდეგ, დავპატიჟეთ საფრანგეთის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი. ასევე დაგეგმილია ჩვენი რეგიონალური პატრნიორების – თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა. ეს იქნება სამმხრივი საპრეზიდენტო ფორმატის შეხვედრა. ასევე ისეთი შეხვედრებია დაგეგმილი, რომელიც საქართველოს ევროპულ არჩევანს აძლირებს“- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.