დედაქალაქის მერია მრავალსართულიანი პარკინგების პროგრამას იწყებს

თბილისის მერია მრავალსართულიანი პარკინგების პროგრამას იწყებს, – ამის შესახებ დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, უკვე მზადაა ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტიც, რომელსაც ინვესტორებს შესთავაზებენ.
“ჩვენ პარალელურ რეჟიმში ვიწყებთ მრავალსართულიანი პარკინგების პროგრამას. უკვე დავამუშავეთ ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტების მხრიდან ტერიტორიების გამოყოფასა და ინვესტორებისთვის შეთავაზებას, სადაც მათ შეუძლიათ, ააშენონ მრავალსართულიანი პარკინგები, პარკირების საფასურის სახით კი მიიღონ შესაბამისი თანხა და მათთვის ეს პროექტი კომერციულად საინტერესო გახდეს. ეს იქნება ალტერნატივა, რომელსაც ჩვენ პარალელურ რეჟიმში გამოვაცხადებთ და დაინტერესებულ კომპანიებს შევთავაზებთ”, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები