პრემიერი სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ სენატორს, ჯონ მაკკეინს შეხვდა. პრემიერის პრესამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
სენატორი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ ე.წ ბორდერიზაცის პროცესით დაინტერესდა.
ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის პერსპეტქივებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელ სენატორს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
სენატორ ჯონ მაკკეინთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე ესწრებოდნენ.
მხარეების შეხვედრის დასრულების შემდეგ სენატორმა ჯონ მაკკეინმა საქართველოს დელეგაციას კონგრესის შენობა დაათვალიერებინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები