„მუშაობა უნდა დავიწყოთ, რომ გადასასვლელებზე უპირატესობა ფეხით მოსიარულეს მიენიჭოს“

მნიშვნელოვანია, რომ საპატრულო პოლიციასთან ერთად დავიწყოთ აქტიური მუშაობა, რათა უპირატესობა ჰქონდეთ ფეხით მოსიარულე ადამიანებს – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერიის მთავრობის სხდომის დასრულების განაცხადა.
მისივე თქმით, ისეთ ადგილებზე, სადაც უკანონოდ ხდება გზის გადაკვეთა, რა თქმა უნდა, მოქალაქეებმა ოფიციალურად განკუთვნილი ადგილებით უნდა ისარგებლონ.
„მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის უწყებებთან ერთად, საპატრულო პოლიციასთან ერთად დავიწყოთ აქტიური მუშაობა იმაზე, რომ უპირატესობა ჰქონდეთ ფეხით მოსიარულე ადამიანებს იმ ადგილას, სადაც არის ოფიციალურად გათვალისწინებული გადასასვლელი, მაგრამ, მეორე მხრივ, ისეთ ადგილებზე, სადაც უკანონოდ ხდება გზის გადაკვეთა, რა თქმა უნდა, მოქალაქეებს უნდა მოვუწოდოთ, რომ ამ ადგილების ნაცვლად ისარგებლონ ოფიციალურად განკუთვნილი ადგილებით. ოფიციალურად განკუთვნილ ადგილებზე იყოს მათი გადაადგილება უპირატესი, ვიდრე ეს არის ავტომანქანების შემთხვევაში. ამიტომ ამ თვალსაზრისით აქტიური მუშაობა მოგვიწევს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები