სააპელაციო სასამართლოში ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი განხილვა იწყება
სააპელაციო სასამართლოში შალვა თათუხაშვილის პროკურატურაში დაკითხვის საქმის არსებითი განხილვა იწყება. პროცესზე ბაჩო ახალაია-ქარდავა-მაზმიშვილის ეპიზოდზე იმსჯელებენ.
ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან.
ბაჩო ახალაის ადვოკატის რომეო საჯაიას განცხადებით, საქმეში ბაჩო ახალაიას ბრალი არ მიუძღვის. მისი თქმით, ამის შესახებ ისინი დღეს სხდომაზე კიდევ ერთხელ განაცხადებენ.
შალვა თათუხაშვილი ერთ-ერთი მოწმე იყო ყოფილი თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეში, რომელიც ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციას ეხებოდა.