წარსულში ნასამართლევ ქალბატონს ბავშვის სამგზავრო კალათაში ნარკოტიკი აღმოუჩინეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნათელა ს. თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და ბავშვის სამგზავრო კალათის ჩხრეკისას 20 აბი „სუბოქსინი“ და 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 22,7 გრ ჰეროინს, 0,5056 გრ. კოკაინს და 0,5789 გრ. მეტამფეტამინის მარილს შეიცავს.
ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს ჰეროინის, ამფეტამინის, მეტამფეტამინის და კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები