ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში მორიგ შეხვედრებს გამართავს

   საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში დღეს მორიგ შეხვედრებს გამართავს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილი დღეს სენატორებს: ჯონ მაკკეინსა და ტედ პოს და კონგრესმენ მაიკლ კონავეის შეხვდება. შეხვედრები ნახევარსაათიანი ინტერვალით, თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება. ჯონ მაკკეინი სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის, სენატის საერთაშიროსი ურთიერთობათა კომიტეტისა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და მმართველობის საქმეთა კომიტეტის წევრია. სენატორი ტედ პო საგარეო საქმეთა კომიტეტისა და სასამართლოს კომიტეტის წევრია. ტედ პო ასევე ტერორიზმის, ვაჭრობისა და ატომური იარაღის გაუვრცელებლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა. კონგრესმენი მაიკლ კონავეი კი აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის შეიარაღებული ძალების, სოფლის მეურნეობის, ეთიკისა და დაზვერვის მუდმივი შერჩეული კომიტეტების წევრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები