კახი კალაძემ ქველმოქმედებისთვის 67 884 ლარი დახარჯა

67 884 ლარი, – ეს ის თანხაა, რაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა შარშან ქველმოქმედებისთვის დახარჯა. კახი კალაძემ მხოლოდ საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ბენეფიციარებისთვის 7884 ლარი გადარიცხა, ხოლო სხვადასხვა ქველმოქმედებისთვის 60 000 ლარი დახარჯა, – ამის შესახებ ინფორმაცია ვიცე-პრემიერის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც კახი კალაძემ 2015 წლის 9 იანვარს შეავსო.
ამავე დოკუმენტით ირკვევა, რომ კახი კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობიდან ხელფასის სახით 75 000 ლარი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ კახი კალაძეს მეუღლე ანა არეშიძე და სამი ვაჟი ჰყავს. სამივე იტალიის ქალაქ მილანში არიან დაბადებულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები