თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება ხვალიდან აღუდგება

პეტრიაშვილისა და ბარნოვის ქუჩების კვეთაზე ავარიულად დაზიანდა 900 მმ-იანი მაგისტრალური მილი, რომელიც სასწრაფოდ აღდგენას მოითხოვს. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დაზიანებულ მაგისტრალურ მილზე გადაუდებელ სამუშაოებს ატარებს. მათი ინფორმაციით, პეტრიაშვილისა და ბარნოვის ქუჩების კვეთაზე გამავალ წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე გადაუდებელი საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს გამთენიიდან მიმდინარეობს.
ამ მიზნით, წყალმომარაგება შეუწყდა საბურთალოს რაიონის ქუჩების ნაწილს, ასევე, ვაკისა და მთაწმინდის რაიონების ზოგიერთ ქუჩას. ჩამოთვლილ ქუჩებს წყალმომარაგება 14 იანვრის 02:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები