გურჯაანში 94 წლის შალვა ბაციაშვილს 100 ლარი გასტაცეს
გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში 1925 წელს დაბადებულ შალვა ბაციაშვილს 100 ლარი გასტაცეს.
თავდამსხმელები ბაციაშვილის საცხოვრებელ სახლში გუშინ გვიან ღამით შევიდნენ და 100 ლარი წაიღეს. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით.
94 წლის მოხუცი სახლში მარტოდმარტო ცხოვრობს.