ქარელში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

ქარელის მუნიციპალიტეტში, მდ. მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს – ამის შესახებ „კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობს.
მათივე თქმით, აღნიშნული ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ-ცენტრალური სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს.
„ბრაკონიერებმა 24 კგ. ხრამულისა და ნაფოტას ჯიშის თევზი აკრძალული თევზსაჭერი მოწყობილობით მოიპოვეს. სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ უკანონოდ მოპოვებული თევზი და აკრძალული თევზსაჭერი მოწყობილობა. გარემოზე მიყენებული ზიანი დგინდება“,- აცხადებენ სამინისტროში.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება შესაბამის სასამართლოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები