შსს-მ სხვადასხვა ვებგვერდებზე უკანონოდ შეღწევის საქმეები გახსნა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და საინფორმაციო სააგენტო „სამოქალაქო პრესის“ ვებგვერდებზე უკანონოდ შეღწევის საქმეები გახსნილია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები რამდენიმე წუთში გავრცელდება.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და საინფორმაციო სააგენტო „სამოქალაქო პრესის“ ვებგვერდებზე უკანონოდ შეღწევის საქმე გახსნილია, მასალას რამდენიმე წუთში დავდებთ“, – წერს ნინო გიორგობიანი.