გია გაჩეჩილაძე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება

  “მწვანეთა პარტიის” ლიდერი გია გაჩეჩილაძე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად გაჩეჩილაძემ განუცხადა.
მის თქმით, „მწვანეთა პარტია“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებელ პარტიად მიიღებს მონაწილეობას.
“მწვანეთა პარტიამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა და, ამასთან ერთად, წარადგინოს მერობის კანდიდატი. როგორც პოლიტიკურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, მერობის კანდიდატი მე ვიქნები“,-განაცხადა გაჩეჩილაძემ. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გაჩეჩილაძემ კოალიცია,”ქართული ოცნების” დატოვების მიზეზებზეც ისაუბრა.
მწვანეთა ლიდერის თქმით, მმართველი გუნდი მისი პარტიის იგნორირებას ახდენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები