თბილისის მერიაში ხეების ფორმირების წესთან დაკავშირებით შემუშავებული პროექტი განიხილეს

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი, თბილისში, ხეების მოვლა და სხვლა-ფორმირების საკითხთან დაკავშირებით, გარემოს დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ.
მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხეების ფორმირების წესთან დაკავშირებით შემუშავებული დოკუმენტის პროექტი განიხილეს, რომლის მიზანია ხეების სიჯანსაღის შენარჩუნება და მათი მდგრადობის ამაღლება. ხეების მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესი განსაზღვრავს, თუ როგორ და რა ვადებში უნდა განხორციელდეს ხეების მოვლა და სხვლა-ფორმირება.
ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის თქმით, პროექტის თანახმად, ხეების მოვლისათვის ძირითადად გამოიყენებული უნდა იყოს სხვლა-ფორმირება. ძლიერი ტოტების მთლიანი მოშორება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იქნება დაშვებული, რაც მინიმუმამდე შეამცირებს ხეების დაზიანების და ხმობის საფრთხეს. დოკუმენტის პროექტი ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრობლობის (GIZ) ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიმუშავა. ახალი წესის დამტკიცების შემთხვევაში, მისი გათვალისწინება და შესრულება სავალდებულო გახდება ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც ქალაქში მსგავისი სახის სამუშაოებს განახორციელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა დადებითად შეაფასეს დოკუმენტის პროექტი და მერიასთან სამომავლო თანამშრომნლობაზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები