საქართველო 2015 წელს აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა შორის მოხვდა

საქართველო 2015 წელს აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა შორის მოხვდა.
ამერიკულმა გამოცემამ The new york times -მა საკუთარ მკითხველს მომავალი წლისთვის ტურისტული დანიშნულების 52-ი ადგილი შეურჩია. მათ შორის მოხვდნენ: მაიამი, კუბა, ფილადელფია და რომი.
25-ე ნომრით სიაში საქართველოც არის დახასიათებული. “საქართველოს აქვს ყველაფერი რაც ღვინის ტურიზმს სჭირდება: მსოფლიოში ყველაზე დიდი უწყვეტი ისტორიის მქონე მეღვინეობის ტრადიცია, როგორიცაა ღვინის დაყენება მიწისქვეშ თიხის ჭურჭელში, ასეულობით ადგილობრივი ყურძნის ჯიში, თვალწარმტაცი პეიზაჟები და ღვინის წარმოების ნატურალური მეთოდები”, – წერს “ნიუ იორქ-თაიმსი”.
სიაში ასევე მოხვდნენ, დასავლელი ტურისტისთვის ნაკლებად ნაცნობი ქალაქები და ქვეყნებიც – დანანგი – ვიეტნამში, ჩენგდუ – ჩინეთში და ბაქოც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები