ყაზბეგიდან ორი დღის განმავლობაში 270 ტურისტი გადმოიყვანეს (ვიდეო)
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ყაზბეგიდან 200-ზე მეტი ტურისტი და მგზავრი ანანურში გადმოიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტურისტები დიდთოვლობის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში იყვნენ ჩარჩენილები და გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.
მოქალაქეების გადმოსაყვანად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა 10-ზე მეტი რეისი განახორციელეს. მოქალაქეების ანანურიდან ტრანსპორტერებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.
ყაზბეგში ჩარჩენილი მოქალაქეების გამოსაყვანად პირველი რეისი გუშინ შესრულდა. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ყაზბეგიდან თბილისში 70-მდე მოქალაქე გადმოიყვანეს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=7hTWUy1vEjI” width=”560″ height=”315″]