რა თანხა გადაიხადა დავით უსუფაშვილმა ლატვიაში მკურნალობისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საზღვარგარეთ მკურნალობა 1955 ევრო დაუჯდა, – ამის შესახებ დავით უსუფაშვილის ქონებრივ დეკლარაციაშია მითითებული.
აღსანიშნავია, რომ დავით უსუფაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 5 იანვარს შეავსო, სადაც ოჯახის შარშანდელი ბიუჯეტის შემოსავალ-გასავალი თანხა მიუთითა.
დოკუმენტის თანახმად, დავით უსუფაშვილის ბიუჯეტიდან გასავალი 1955 ევრო მკურნალობისთვის არის მითითებული.
დავით უსუფაშვილის მეუღლის თინათინ ხიდაშელის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე 2014 წლის დეკემბერში ლატვიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა, სადაც ჯანმრთელობისთვის საჭირო გამოკვლევები ჩაიტარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები