დავით ნარმანიამ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მშენებარე ობიექტები დაათვალიერა
ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის მშენებარე სპორტული ობიექტები დაათვალიერეს.
თბილისი 2015-ის ბავშვთა ქალაქ მზიურთან საჩოგბურთო კორტები შენდება. გარემონტდება ვერის საკალათბურთო დარბაზიც.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს
“მიუხედავად ზამთრის პერიოდისა მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს და ყველა კომპანია გეგმა – გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში ჯდება”, – განმარტა დედაქალაქის მერმა.