პარტიების დაფინანსების კანონიერებას დროებითი კომისია გაუწევს მონიტორინგს

  სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია შეიქმნება, – ამის შესახებ „კვირას“ აუდიტის სამსახურიდან აცნობეს.
კომისია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და ის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის პროცესს დააკვირდება.
კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განმარტებით, პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივა თავად გენერალურ აუდიტორს ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები