პარლამენტის საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება

პარლამენტის შენობის მთავარი ჭიშკარი დღეს რუსთაველის გამზირიდან გაიხსნება და ნებისმიერ ბავშვს და მსურველს პარლამენტში გამართულ საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობის საშუალება ექნება. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საახალწლო ღონისძიება პარლამენტის შიდა ეზოში გაიმართება და ბავშვებს პირადად პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი უმასპინძლებს. საახალწლო ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მოწვეულნი არიან ანიმატორები, თოვლის ბაბუები, ზღაპრის გმირები. ღონისძიებაზე იქნებიან დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები შვილებთან ერთად და ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება, შვილი პარლამენტის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე მიიყვანოს.
საახალწლო ღონისძიება დღეს, 12:00 საათზე დაიწყება და 17:00 საათისთვის დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები