ძლიერი ქარის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურში 40-მდე გამოძახება შევიდა
ძლიერი ქარის გამო, თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში 40-მდე გამოძახება შევიდა.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, გამოძახებათა უმეტესობა დაზიანებულ სახურავებსა და ხეების მოგლეჯვის შემთხვევებს უკავშირდებოდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ქარის შედეგად არავინ დაშავებულა.