თაქთაქიშვილი და ბესელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა პროტესტის ნიშნად ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა დატოვა. დეპუტატმა სხდომიდან ეკა ბესელიასთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ გამოვიდა. დეპუტატებს შორის შელაპარაკება გოგა ონიანის დაკავების თემამ გამოიწვია. თაქთაქიშვილმა ონიანის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. ბესელიამ კი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს უპასუხა, რომ ის ძალიან სასაცილოდ გამოიყურება.
“ინდულგენცია და ხელშეუხებლობა არ არის ის, რომ ონიანი იცავს ახალაიას და არც ის, რომ კრიტიკულად არის განწყობილი. მთავარი აქ ის ეპიზოდი და ბრალია, რომელზეც არის საუბარი”, – განაცხადა ბესელიამ.