პორტუგალიაში დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრ ქართველებს ასამართლებენ

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში დანაშაულებრივი ჯგუფის 27 წევრს ერთდროულად ასამართლებენ. დანაშაულებრივი ჯგუფის უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც დასავლეთ ევროპაში არსებული კლანებისგან და მოსკოვიდან იმართებოდა. დაჯგუფების წევრები პატიმრობაში უკვე მეორე წელია იმყოფებიან.
მათ ბრალად 2008 -2013 წლებში საერთაშორისო დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა და ქალაქების – ლისაბონისა და სეტუბალის მცხოვრებთა კუთვნილი ბინების ძარცვა ედებათ. ისინი რუსეთსა და საქართველოში დიდძალ თანხებს რიცხავდნენ. დაჯგუფების ბევრი წევრი პორტუგალიაში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულის შემდეგ ჩავიდა. მიზეზი იტალიის, ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის მართლმსაჯულებისაგან თავი არიდება იყო.
სასამართლო დღეს დილით დაიწყო და ვარაუდობენ, რომ რამდენიმე თვეს გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები