„ობამა-ღარიბაშვილის შეხვედრა მხოლოდ ხელის ჩამორთმევა არ იყო “

  საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი პრეზიდენტის ვიზიტს ამერიკაში დადებითად აფასებს. იმერლიშვილის თქმით, ახალი ხელისუფლებისთვის ასეთი მაღალი რანგის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს არის საქართველოს ახალი ხელისუფლების პირველი შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შეხვედრა არ იყო მხოლოდ ხელის ჩამორთმევა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მხარეებმა დაახლოებით ნახევარი საათი ისაუბრეს. თეთრმა სახლმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გაავრცელა მხარდამჭერი ტექსტი საქართველოს არა მხოლოდ ხელისუფლებისადმი, არამედ მისი ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობისადმი, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის“,- განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები