„ბარაკ ობამა და ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი მადლიერებას გამოხატავენ“

  ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი მადლიერებას გამოხატავენ საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი წვლილისთვის – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განცხადა. მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პრინციპულად უჭერს მხარს და ეს საკითხი მათი ყურადღების ცენტრში მუდმივად იქნება.
„ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პრინციპულად უჭერს მხარს და ეს საკითხი მათი ყურადღების ცენტრში მუდმივად იქნება. საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებსა და სამხედროების შორის თანამშრომლობის გაგრძელების საკითხს”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები