„ამერიკა ნათლად გამოხატავს ჩვენი სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას“

გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, პრემიერისა და ამერიკის შტატების პრეზიდენტის შეხვედრა არის ხაზგასმა, რომ ამერიკა მტკიცედ და ნათლად გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის და ბარაკ ობამას შეხვედრა საქართველოსთვის იმედის მომცემი და მნიშვნელოვანია.
“ძალიან გვიხარია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა საქარათველოს დელეგაციასთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას შეუერთდა. ეს არის კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმისა, რომ ურთულეს ვითარებაში, რომელიც არის რეგიონში, ამერიკა მტკიცედ და ნათლად გამოხატავს მხარდაჭერას ჩვენი დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ. ეს არის დიდი იმედის მომცემი და, ამავე დროს, მნიშვნელოვანი შეხვედრა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები