მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ეცემა
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ვარდნა გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ლონდონის ბირჟაზე ბრენტის ნავთობი 4.5 პროცენტით გაიაფდა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, 3-ნახევარი პროცენტით გაიაფდა WTI-ის მარკის ნავთობი ნიუ- იორკის ბირჟაზე, სადაც ერთი ბარელი 50,28 ამერიკული დოლარი ღირდა.
ასეთი დაბალი ფასი 2009 წლის აპრილის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. ექსპერტები ფასების კიდევ უფრო დაწევას ვარაუდობენ.