პოროშენკომ უკრაინის არმიას 100–ზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა გადასცა (ფოტოკოლაჟი)



   უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ უკრაინის არმიას რეკონსტრუირებული ჯავშანტექნიკა, თვითმფრინავები და შეიარაღების სისტემები, საერთო ჯამში ასზე მეტი ერთეული გადასცა.
“obozrevatel”-ის ინფორმაციით, სამხედრო ტექნიკის გადაცემა ორშაბათს, ჟიტომირის ოლქში არსებულ სამხედრო პოლიგონზე მოხდა. ცერემონიისას პოროშენკომ განაცხადა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სახელმწიფო თავის შეიარაღებულ ძალებს ჯავშანმანქანებს, ტანკებს, ჰაუბიცებს, თვიმფრინავებს და სხვა ტექნიკას უკვე მესამედ გადასცემს.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ 2015 წელი ჩვენი გამარჯვების წელი და მშვიდობის წელი იქნება. ამისთვის ჩვენ უნდა გვყავდეს ძლიერი, კარგად მომზადებული, სულიერად მაღალი პატრიოტიზმის მქონე და კარგად აღჭურვილი უკრაინული არმია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

10310557_583987815078238_2274780897944074397_n 10613114_583987768411576_1194072402373707151_n 10365720_583987721744914_9011546578739681396_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები