ვლადიმერ ჟირინოვსკი ყირიმისთვის სახელის გადარქმევის საკითხს დუმის სხდომაზე დააყენებს

 

     რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი ვლადიმერ ჟირინოვსკი თვლის, რომ ყირიმს სახელი უნდა გადაერქვას და მას ბერძნული სახელწოდება ტავრიდა უნდა დაერქვას. მისი აზრით, ნახევარკუნძულის ამჟამინდელი სახელწოდება „სუფთა ყირმულ თათრულია“. ამის შესახებ ჟირინოვსკიმ ტელეარხ „Lifenews“–თან ინტერვიუში განაცხადა.
„ტავრიდა – ბერძნული სახელწოდებაა. სევასტოპოლი, თეოდისა, ქერჩი, ევპატორია – ყველა ეს ბერძნულია. ქერჩი – ეს სუფთა ყირიმულ-თათრული სახელწოდებაა. ყველაფერს თავდაპირველი სახელი უნდა დაერქვას! არა ვოლგოგრადი, არამედ ცარიცინი, არა კიროვი არამედ ვიატკა, არა ულიანოვსკი არამედ სიმბირსკი, არა ნოგირსკი არამედ ბოგოროდსკი“, – აცხადებს ჟირინოვსკი.
ჟირინოვსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია ყირიმისთვის ტავრიდას დარქმევის საკითხს რუსეთის სახელმწიფო დუმის სხდომაზე დააყენებს.

წყარო: unian.net

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები