ნავალნიმ უარი განცხადა შინაპატიმრობაზე და ელექტრონული სამაჯური გადაჭრა
რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ უარი განაცხადა შინაპატიმრობის რეჟიმი დაეცვა და ელექტრონული სამაჯური გადაჭრა. ამის შესახებ ოპოზიციონერმა თავის ბლოგზე (navalny.com) დაწერა და სამზარეულოს დანით გადაჭრილი ელექტრონული სამაჯურის ფოტოც დადო.
ამავე დღეს ალექსეი ნავალნიმ დაარღვია შინაპატიმრობის პირობა და მანეჟის მოედანზე გაემგზავრა, სადაც ოპოზიციონერის მხარდასაჭერად აქცია იმართებოდა. თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ ნავალნი სამართალდამცავებმა დააპატიმრეს და სახლში დააბრუნეს.
შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბერს მოსკოვის სამართლომ ძმებ ნავალნებს „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებით პატიმრობა მიუსაჯა. ალექსეი ნავალნის 3 წლის და 6 თვის ვადით პირობითი პატიმრობა, ხოლო ოლეგ ნავალნის 3 წლით და 6 თვით კოლონიაში პატიმრობა მიესაჯა.