უკრაინაში ევროპული ტიპის საავტომობილო ნომრები ამოქმედდება

 

  ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით უკრაინაში ევროპული ტიპის საავტომობილო ნომრები ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას “obozrevatel”-ი ავრცელებს.
უკრაინის სახელმწიფო საავტომობილო ინსპექციამ ევროპული ტიპის ნომრების შემოღება ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში დაანონსა. ნომრებზე მთავარი ცვლილება უკრაინის გერბისა თუ უკრაინის დროშისათვის ლურჯი ფონი გახლავთ, ასევე ამ ნომრებზე არ იქნება ჰოლოგრამა “UA”. მის ნაცვლად მარცხენა ქვედა კუთხეში შტრიხკოდის განთავსებაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები