დავით ბაქრაძე პრემიერის და ობამას შეხვედრას დადებითად აფასებს

 საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით ბაქრაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვედრას დადებითად აფასებს. მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან განსაკუთრებული პარტნიორობის გაგრძელება.
„ძალიან კარგია, რომ ასეთი შეხვედრა შედგა, განსაკუთრებით იმ ტრაგიკული მოვლენების ფონზე, რომელიც ბოლო თვეებში უკრაინაში განვითარდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გააგრძელოს განსაკუთრებული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან. ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს ის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელიც მკაფიოდ მოდიოდა პრეზიდენტ ობამასგან, საქართველოს და დემოკრატიულ სახელმწიფოს ყველა პოლიტიკურ ძალას შორის თანამშრომლობა სჭირდება და არა დაპირისპირება და კონფრონტაცია. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და იმედი მაქვს, ამ შეხვედრის შემდეგ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გააგრძელებს სწორი მიმართულებით განვითარებას”,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები