გაერო: 2015 წელს ებოლა დამარცხდება

 

   2015 წელს მეცნიერები ებოლას ვირუსის გავრცელებას ხელს შეუშლიან. ამის შესახებ ებოლას ვირუსთან ბრძოლის გაეროს მისიის ხელმძღვანელმა ტონი ბენბერიმ განაცხადა, – წერს სააგენტო „როიტერი“.
„ჩვენ არც მივვახლოვებივართ კრიზისის დასრულებას. რა თქმა უნდა, ბოლო 90 დღის განმავლობაში ბევრი რამ გავაკეთეთ, მაგრამ წინ გრძელი და რთული გზა გვაქვს. ვფიქრობ, 2015 წელს ებოლას განვითარებას ბოლოს მოუღებთ“, – განაცხადა ბენბერიმ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე სიერა-ლეონეში, ლიბერიასა და გვინეაში ებოლათი დაავადებულების რაოდენობამ 20 000 ადამიანს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები