ბელგიაში სერიულ მოძალადეს და მკვლელს ევთანაზიის ნება დართეს

ბელგიის იუსტიციის სამინისტროში სპეციალურმა კომისიამ ცნობილ მოძალადეს და მკვლელს ფრანკ ვან დენ ბლიკენს ევთანაზიის ნება მისცა და მისი სიკვდილის თარიღიც – 11 იანვარიც დაასახელეს. ამ ინფორმაციას „Reuters“–ი ბელგიურ გაზეთ „De Morgen“–ზე დაყრდნობით ავრცელებს. 51 წლის ფრანკ ვან დენ ბლიკენი მოზარდი გოგონების გაუპატიურების და მკვლელობის გამო უკვე 30 წელია პატიმრობაში იმყოფება. დენ ბლიკენმა იუსტიციის სამინისტროს სიკვდილის უფლება ფსიქიკასთან დაკავშირებული მოურჩენელი პრობლემების მიზეზით სთხოვა.
2002 წელს ევთანაზიის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, ვან დერ ბლიკენი პირველი პატიმარი გახდება, რომელიც სიცოცხლის დასრულების ასეთ მეთოდს ირჩევს. შეგახსენებთ, ბელგიაში ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნებში სიკვდილით დასჯა გაუქმებულია.
ბელგიაში ევთანაზიის გავრცელების კუთხით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის ერთ–ერთ ლიდერია. 2014 წელს ბელგიის მეფემ ხელი მოაწერა მანამდე პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომელიც სასიკვდილოდ დაავადებული ნებისმიერი ასაკის ბავშვის ევთანაზიას ნებართვას იძლეოდა. ეს კანონპროექტი ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთის რელიგიური მძაფრი კრიტიკის მიზეზი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები