ჰოლანდიის პოლიციამ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ბუნკერში მარიხუანა იპოვა
ჰოლანდიის პოლიციამ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ბუნკერში მარიხუანას პლანტაცია აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „Agence France-Presse“ ავრცელებს.
მარიხუანას პლანტაცია ჰააგის ჩრდილოეთით დასახლება კატვეიკში აღმოაჩინეს. იქ 168 მცენარე იყო, რომელთა უმრავლესობის სიმაღლე ერთ მეტრს არ აჭარბებდა. პოლიციაში აღნიშნეს, რომ მცენარეები უკვე ამოღებული და განადგურებულია. ოფიციალურად ნიდერლანდებში კანაბისის მოყვანა და მოხმარება აკრძალულია, ქვეყნაში 70–იანი წლებში ამ ნარკოტიკის მცირე რაოდენობით შენახვა სისხლის სამართლის დანაშაულთა რიცხვიდან ამოიღეს. თუმცა ხუთ გრამზე მეტი მარიხუანას მოყვანა გაყიდვის მიზნით, ჰოლანდიაში დღესაც სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ბუნკერი, რომელშიც მარიხუანას პლანტაცია იპოვეს, 1943–43 წლებში ატლანტიკის სანაპიროზე ნაცისტური გერმანიის მიერ გახლდათ შექმნილი.