10 წიგნი, რომელიც შეგცვლის

  ეს წიგნები თქვენს გონებას გადაატრიალებენ. ეს ნაწარმოებები მსოფლიოზე და მასში ადამიანის ადგილზე წარმოდგენას ნამდვილად შეცვლიან.
1. „მარტოობის 100 წელი“-  გაბრიელ გარსია მარკესი. რომანი-მითი, რომანი-ეპოპეა კაცობრიობის განვითარებაზე. რომანის მიხედვით, ყოველი ადამიანი მარტოობისთვისაა განწირული, საბედისწერო სიყვარულის სამყაროში მხოლოდ მარტოობა მეფობს. შესაძლოა, ჩვენ თავად არ გვსურს სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ და მივხვდეთ, თუ რამდენად მარტოა ადამიანი. ყოველ ადამიანს საკუთარი გზა და  თავისი განსხვავებული მარტოობაც აქვს, – რომელსაც მწყობრიდან გამოვყავართ და მის გამო სიცარიელეს ვგრძნობთ.

10893344_898417460198493_1393355568_n

2. „აკვანი კატისთვის“, – კურტ ვონეგუტი. მკვეთრი, საინტერესო წიგნია, დროდადრო ღიმილს იწვევს, მაგრამ უფრო მეტად გაფიქრებს. ამას თავისი მინუსები აქვს. ზედმეტად ბევრი სიმართლე და ძალიან ცოტა დრო ფიქრისთვის. ხუთი წლის შემდეგ წიგნის გადაკითხვა სასურველია იმისთვის, რომ გამოტოვებული დეტალები აღვიქვათ.

10917731_898417483531824_968073629_n
3. „მშვიდობით, იარაღო!“ – ერნესტ ჰემინგუეი. ინგლისურენოვანი ლიტერატურის წიგნი – პირველ მსოფლიო ომზე და „დაკარგულ თაობაზე“. წიგნი ომზე, რომლის დროს გულუბრყვილო ბიჭები ან იღუპებოდნენ, ან ბოლომდე იყვნენ გამწარებულები. წიგნი ომზე, სადაც სიყვარული სიმშვიდის მხოლოდ მოკლე წამია, რომელსაც არც წარსული და არც მომავალი არ აქვს. ომზე, რომლის დავიწყებაც გსურს, მაგრამ რომლის შესახებ არ შეიძლება, რომ არ გახსოვდეს!

10893850_898417476865158_1108660456_n
4. „ბუზების მბრძანებელი“, – უილიამ გოლდინგი. დაუსახლებელი კუნძული. ოკეანე. ბიჭები დიდების გარეშე. განხეთქილება საზოგადოებაში – პატარა საბავშვო ტომის მაგალითზე. რევოლუცია. სისხლისღვრა. სიკვდილი. წიგნი 1954 წელს გამოიცა.

10884429_898417466865159_1840321220_n
5. „ჩაპაევი და სიცარიელე“, – ვიქტორ პელევინი. ეს მსოფლიო ლიტერატურის პირველი ნაწარმოებია, სადაც მოქმედება აბსოლუტურ სიცარიელეში მიმდინარეობს. სინამდვილეში კი ის 1919 წელს ჩაპაევის დივიზიაში ხდება. მთავარი გმირი – პოეტი-დეკადენტი პეტრე „სიცარიელეა“, რომელიც  კომისრად მსახურობს.

10917489_898417486865157_1370477968_n
6. „მებრძოლთა კლუბი“, – ჩაკ პალანიკი. ეს წიგნი თავისუფლებაზე, საკუთარი „მეს“ ძიებაზეა. ჩვენ – ყველანი ნივთების, საზოგადოებრივი აზრის ტყვეობაში ვცხოვრობთ. თითქმის ყველას იდენტური სურვილები, გეგმები აქვს. მაგრამ, სამაგიეროდ, გვსურს, ვაჩვენოთ, რომ ყველანი ინდივიდუალურები ვართ. „უკანალში ბუმბულის გარჭობა ფარშევანგად კი არ გაქცევს“, – ამბობს ტაილერი“. უნდა გაექცე ყოველდღიურობას, მიხვდე, თუ რა გინდა სინამდვილეში. მთავარია, არ დაგავიწყდეს, რომ ეს შენი გზა უნდა იყოს, და არა ვიღაც ტაილერის.

10913105_898417470198492_2076305939_n
7. „ფარენჰეიტის 451 გრადუსი“, – რეი დუგლას ბრედბერი. წიგნი-კივილი, დაუნდობელი ბრალდება მთელ ცივილიზაციას. წიგნი, რომელიც ყოველ ადამიანს მაგიდაზე უნდა ედოს. თავისი არსით ეს რომანიერთი დიდი, შეუწყვეტელი ადამიანური სასოწარკვეთილების კივილია. კივილი ადამიანისა, რომელიც დახმარებას ითხოვს, არ იცის, რა გააკეთოს და სად წავიდეს.

10888004_898417490198490_1557326052_n
8. „დამცინავის მოკვლა“, – ჰარპერ ლი. წიგნი პატარა გოგოზეა. ეს პროცესი თავგადასავლების, მხიარულების, თანატოლებთან ურთიერთობების თანხლებით მიმდინარეობს. გოგოს ბევრი რამის გაგება მოუწევს, მათ შორის ცხოვრების უსამართლობის შესახებ: ბავშვების, სუსტების, სხვა რასის ადამიანების მიმართ. შედეგად, ჩვენ ვხედავთ, რომ სიკეთე, თანაგრძნობა და ურთიერთდახმარება არა კანის ფერით, ან სოციალური მდგომარეობით, ადამიანის სულით განისაზღვრება.

10899830_898417496865156_275356035_n
9. „მარტინ იდენი“, – ჯეკ ლონდონი. ახალგაზრდა მეზღვაურმა მარტინ იდენმა ქუჩის ჩხუბის დროს შემთხვევით ახალგაზრდა კაცი გადაარჩინა. საპასუხოდ მან საკუთარ სახლში დაპატიჟა და თავისი ოჯახი გააცნო. მარტინს მისი და უგონოდ შეუყვარდა. რუფი განათლებული, საკმაოდ შეძლებული გოგონაა, – მარტინის სრული წინააღმდეგობა. მარტინი იწყებს საკუთარ თავზე მუშაობას, ბევრს კითხულობს, სწავლობს ფილოსოფიას, მათემატიკას იმისთვის, რომ გოგონას გული მოინადიროს.

10904286_898417473531825_1776383872_n
10. „დონ ხუანის სწავლება“, – კარლოს კასტანედა. კარლოს კასტანედას მასწავლებლის დონ ჰუან მატუსის მტკიცებით, ხალხმა, რომელიც ახალ სამყაროში 10 000 წლის წინ ცხოვრობდა, სამყარო და აღქმის პრობლემები ღრმად შეისწავლა. თანამედროვე ადამიანს მათი ნამდვილი სიძლიერის წარმოდგენა ნაწილობრივადაც კი არ შეუძლია. წიგნში უძველესი მექსიკის შამანების საიდუმლოებებია აღწერილი.

10913575_898417480198491_548380607_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები