რუსი მაშველები „ეარ აზიას“ თვითმფრინავის კატასტროფის მსხვერპლთა საძიებო სამუშაოებში მიიღებენ მონაწილეობას (ვიდეო)

 

   ინდონეზიაში მალაიზიური ლაინერის ნამსხვრევების საძიებო სამუშაოებში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დახმარების იმედი აქვთ. ამის შესახებ სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, – იუწყება „როსია 24“. ინდონეზიაში უკვე ჩავიდა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რაზმი, 70-ზე მეტი მაშველის შემადგენლობით და აუცილებელი აღჭურვილობით. კერძოდ, სპეციალისტების განკარგვაშია ახალი თაობის წყალქვეშა ტელემართვადი აპარატი „ფოლკონი“, რომელიც საძიებო სამუშაოებს 1000 მეტრის სიღრმეზე ახორციელებს. გარდა ამისა, აღჭურვილობაში უპილოტო საფრენი აპარატები, ჰიდროლოკატორი, ძრავიანი ნავები და სხვა აღჭურვილობა შედის. შეგახსენებთ, რომ, საერთო ჯამში, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა 30 ცხედარია ნაპოვნი.

10917518_898290213544551_2108470292_n

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=jS2V_GH6N7Y” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები