“ამერიკული მხარე საქართველოს პრემიერს უყურებს, როგორც სანდო მოკავშირეს“

   საქართველოს თავდაცვის მინისტრი ღარიბაშვილი-ობამას შეხვედრას წარმატებულს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილისა და ობამას შეხვედრას წარმატებულს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. როგორც თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრა არის დასტური, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამერიკული მხარე უყურებს, როგორც დამოუკიდებელ და სანდო მოკავშირეს. “სწორედ ეს ნდობა ჩვენი ორი ქვეყნის ლიდერს შორის, მართლაც, თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. იცით, რომ გაჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ძალიან დინამიური იქნება – ეს არის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი და სხვა მიმართულებებს კიდევ უფრო გააძლიერებს, ისეთს, როგორიცაა სამხედრო თანამშრომლობა, ზოგადად, ჩვენი სამოკავშირეო ურთიერთობები ნატოში. ბარაკ ობამამ და ამერიკელმა ლიდერებმა გამოთქვეს სრული მხარდაჭერა ჩვენი ნატოში ინტეგრაციის კუთხითაც და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება”, – განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები