ირაკლი ღარიბაშვილი მადლენ ოლბრაიტს შეხვდა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამართულ სამუშაო სადილს დაესწრო, ამის შესახებ „კვირას“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს. პრესსამსახურის განცხადებით, საღამო აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა გახსნა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებული ვიზიტი მიულოცა. მათივე თქმით, მადლენ ოლბრაიტი იმ რეფორმებსა და პოლიტიკას მიესალმა, რომელსაც საქართველოს ახალი ხელისუფლება ატარებს. “თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა”, – აღნიშნავენ პრემიერის პრესსამსახურში.

1655093_720643201313860_1659480897_o 1965426_720643144647199_158256590_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები