პირველი პასპორტი 107 წლის ასაკში (ფოტოკოლაჟი)

პარაგვაელმა მოხუცმა 107 წლის ასაკში პირადობის დამადასტურებელი მოწმობა პირველად მიიღო. ადგილობრივი მედიის ცნობით, დოლორეს სოსას თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ დაბადების მოწმობა ჰქონდა, რაც მას მშობლებისგან დარჩა. ამ მოწმობის დახმარებით დოლორესმა თავის დროზე შვილები დაარეგისტრირა, თუმცა მოგვიანებით დოკუმენტი დაკარგა და წლების განმავლობაში უსაბუთოთ ცხოვრობდა.
პარაგვაის შინაგან საქმეთა მინისტრის ფრანცისკო დე ვარგასის განმარტებით, მათ მხცოვან ქალბატობს პირადობის დამადასტურებელი მოწმონა გადასცეს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მათ ქვეყანაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პასპორტი ამ ასაკის ადამიანისთვის გასცეს. მისი თქმით, დოკუმენტი მოხუც ქალბატონს შესაძლებლობას მისცემს, კუთვნილი პენსია მიიღოს.
თავად სოლორეს სოსა ამ ფაქტით გახარებულია. მან ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავს მხნედ დაჯანმრთელად, თუმცა ცოტა დაბერებულად გრძნობს.

mini_0

abuelita-107-anos-obtuvo-primera-vez-su-cedula

hqdefault

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები