“ერისიონის” ფლეშმობი (ვიდეო)

“ჩაები ფერხულში – მივულოცოთ ახალი წელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს”, – აქცია ამ სლოგანით ანსამბლმა “ერისიონმა” “საქველმოქმედო ფონდ პირველთან” ერთად  “თბილისი-მოლში” მოაწყო. აქციას იმ დღესვე “ლიბერთი ბანკი” შეუერთდა.

ადგილზე სპეციალურ ყუთებში შეგროვდა თანხა, რომელიც მთლიანად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გადაერიცხებათ.
საქველმოქმედო აქცია 14 იანვრის ჩათვლით გრძელდება და მასში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 0 901 900 938 – ყველა ქსელიდან “ბილაინის” აბონენტების გარდა. თანხის გადარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება ასევე მითითებულ საბანკო ანგარიშზე: სს „ლიბერთი ბანკი“; საბანკო კოდი: LBRTGE22; ანგარიშის ნომერი: GE47LB0115130306057000; ა(ა)იპ  საქველმოქმედო ფონდი პირველი. 
ანსამბლ “ერისიონის” მიერ მოწყობილი ფლეშმობზე ასევე მომზადდა ვიდეორგოლი, რომელიც ექსკლუზიურად საინფორმაციო სააგენტო “პირWელისა” და საინფორმაციო-ანალიტიკური ჟურნალ “რუბრიკის” ვებგვერდებზე განთავსდა.
ღონისძიების მხარდამჭერები თბილისის მერია და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო არიან. საინფორმაციო მხარდაჭერა კი ტელეკომპანიებმა: “იმედი” და “კავკასია”, ასევე საინფორმაციო სააგენტო “პირWელმა” და საინფორმაციო-ანალიტიკურმა ჟურნალმა “რუბრიკამ” უზრუნველყვეს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=i8G5Sbe8XcU” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები