ალექსანდრე ჭიკაიძე: მჯერა, რომ 2015 წელი გამარჯვებების და წარმატებების მომტანი იქნება
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სრულიად საქართველოს ახალ 2015 წელს ულოცავს.
„მინდა ყველას მოგილოცოთ 2015 წელი, გისურვოთ მშვიდობა, წარმატებები და კეთილდღეობა თქვენს ოჯახებთან ერთად. მჯერა, რომ 2015 წელი გამარჯვებების და წარმატებების მომტანი იქნება. ვულოცავ ახალ წელს თითოეულ ჯარისკაცსა და პოლიციელს, რომლებიც თავდაუზოგავად და უანგაროდ ემსახურებიან ჩვენს სამშობლოს. ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. საუკეთესო სურვილებით მინდა მივულოცო ახალი წლის დადგომა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს“, – აღნიშნულია შს მინისტრის მილოცვაში.