ახალგაზრდა გოგო ცეცხლასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს

აეროპორტის გზაზე ახალგაზრდა გოგო ცეცხლასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარი დანაშაული გაუფრთხილებლობით მოხდა, თავდასხმას და ყაჩაღობას ადგილი არ ჰქონია. უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და დაკავებულია ერთი პირი.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, წყვილი, რომელიც აეროპორტის გზაზე მანქანით გადაადგილდებოდა, ორი შეიარაღებული პირი წინ გადაუდგა და მანქანის გაჩერება მოსთხოვა. თუმცა, მათ მანქანა არ გააჩერეს, რასაც სროლა მოჰყვა. დაჭრილი გოგონა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები