მამა ილია კარტოზიას მაშველები ამ დრომდე ეძებენ

ადრიატიკის ზღვაში, ბორან “ნორმან ატლანტიკზე” მყოფი ქართველი მგზავრებიდან, ერთის გარდა, ყველა ნაპოვნია. მამა ილია კარტოზიას მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
“იმედი მაქვს, მამა ილიაც მალე გამოჩნდება. ჩვენ სისტემატური კავშირი გვაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან”, – აცხადებს საქართველოს ელჩი იტალიაში კახა სიხარულიძე.
მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარია. ის ბარიში მოსალოცად მიდიოდა. მამა ილია კარტოზია ამ დროისთვის 41 დაკარგულ პირს შორის ითვლება.
ადრიატიკის ზღვაში, ცეცხლმოკიდებულ ბორანზე სულ საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის ერთი ბავშვი და ერთი ფეხმძიმე ქალია. ორივე მათგანი ბარის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ ადრიატიკის ზღვაში, 28 დეკემბერს გამთენიისას საბერძნეთის სანაპიროსთან ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ ხანძარი გაჩნდა. ბოლო ინფორმაციით, შემთხვევას „ნორმან ატლანტიკზე“ მყოფი 478 მგზავრიდან 10-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები