თბილისში 3 წლის ბავშვს მდუღარე გადაესხა
თბილისში, 3 წლის ბავშვმა გულ-მკერდის დაწვრობა მიიღო – ამის შესახებ „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
მისი თქმით, გოგონას სახლში მდუღარე გადაესხა და მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო.
„დამწვრობის ცენტრში შემოიყვანეს პატარა გოგონა, რომელსაც სახლში მდუღარე წყალი გადაესხა. შედეგად, ბავშვმა გულ-მკერდის დამწვრობა მიიღო. პაციენტის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ ასაკში ბავშვებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ, მოვუწოდებ მშობლებს, რომ პატარები უყურადღებოდ არ დატოვონ, რათა თავიდან ავიცილოთ ასეთი შემთხვევები“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.