მოლდოვეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი 65 000 ლარით დაჯარიმდა
შავ ზღვაში სამეურნეო-ფეკალური წყლების ჩაღვრის ფაქტი გამოვლინდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმის ნავსადგურში მოლდოვეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ შავ ზღვაში სამეურნეო-ფეკალური წყლების ჩაღვრის ფაქტი გამოავლინეს.
სამინისტროს განცხადებით, სამართალდამრღვევს 65 000 ლარის ჯარიმის და გარემოსთვის მიყენებული ზიანის 4400 ლარის გადახდა დაეკისრა, რის შემდეგაც გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დატოვებს.